|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ ძვირდება ელექტროენერგია და რა კავშირშია მასთან კრიპტოვალუტის მომპოვებელი ქარხნები?

რატომ ძვირდება ელექტროენერგია და რა კავშირშია მასთან კრიპტოვალუტის მომპოვებელი ქარხნები? -ამ საკითხზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ისაუბრა.  

გოცირიძის თქმით, გლდანში არსებული ქარხანა იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთელი ქუთაისი. 

„უზარმაზარი როლი შეაქვს ტარიფების ზრდაში იმ პარაზიტ ორგანიზაციას, რომელიც დააფუძნა გლდანსა და გორში ივანიშვილმა და რომელსაც ქვია კრიპტოვალუტის მოპოვება... ეს ქარხანა, რომელიც აკეთებს მოპოვებას, მაინინგს რომ ეძახიან, გამოიმუშავებს ამ კრიპტოვალუტას, მოიხმარს იმდენ ენერგიას, შეიძლება შოკში ჩავარდე, რამდენსაც მოიხმარს მთელი ქუთაისი, იმაზე მეტს რასაც მოიხმარს საქართველოს რკინიგზა, სადაც ათი ათასი ადამიანია დასაქმებული.  

 ეს ქარხანა რომ დაიხუროს, ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული...  უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ვიდრე კახეთი, 305 ათასია კახეთის მოსახლეობა, ამას დამატებული კომერციული სექტორი, სასტუმროები, ღვინის ქარხნები. საოცრებაა, ყოველდღეამდენი ვაგონი დადის თბილისის მეტროპოლიტენში... გაცილებით მეტს მოიხმარს, ვიდრე თბილისის მეტროპოლიტენი. ეს ქარხანა რომ არ არსებობდეს, მაშინ არც დენის იმპორტი დაგვჭირდებოდა, არ დაგვჭირდებოდა ახალი ჰესების აშენება... რა მოაქვს ამ ქარხანას საქართველოსთვის? ამ ქარხანას გაცილებით ნაკლები შემოსავალი მოაქვს ქვეყნისთვის, ვიდრე „მაკდონალდსის“ ერთ რესტორანს რუსთაველზე, ქუთაისში, ან ზუგდიდში... ივანიშვილი იძახის, რომ გაყიდა ეს ქარხანა, ვიღაც კანადელს თუ რუსს  მივყიდეო, ღმერთმა იცის, გაყიდა თუ არა და რა მაქინაციები ჩაატარა...  არ იხდის მოგების გადასახადს, არ იხდის დღგ-ს ბიუჯეტში, არ იხდის ქონების გადასახადს მუნიციპალიტეტში, არ იხდის იმპორტის გადასახადს და არ იხდის ელექტროენერგიაში დღგ-ს ფასს", - აღნიშნა რომან გოცირიძემ „ფორმულას“ ეთერში. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა