კოვიდის 1 881 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 259 შემთხვევა დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 259, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 145, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112, კახეთი - 108, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 165, საიდანაც, 5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 687, აჭარაში - 584, იმერეთში - 1 196. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში - 522, აჭარაში - 121, იმერეთში - 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 64, იმერეთში - 74. 1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 - თბილისში, 668 - აჭარაში, 112 - იმერეთში. 12 654 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი