1-ელ აგვისტომდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
1-ელ აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.
„ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25, +30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა, ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















