|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას აცხადებს ნათია თურნავა ფარცხალაძის დასაცავად სანქციების აღსრულების წესის შეცვლაზე?

უნდა აგოს თუ არა პასუხი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, დასავლეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასაცავად სანქციების აღსრულების წესი გამო?

2023 წლის სექტემბერში, როცა დიდმა ბრიტანეთმა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. ბანკის განმარტებით, „ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს“ და კომერციულ ბანკებს მიუთითა, რომ სანქციები აღასრულონ, თუკი „გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“.

 იღებს თუ არა პასუხისმგებლობას საკუთარი გადაწყვეტილების გამო ნათია თურნავა დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფარცხალაძეს მკვლელობის ორგანიზებისა და ქოლცენტრების მფარველობის ბრალდებებს უყენებს, - ამ კითხვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს „ფორმულას“ ჟურნალისტმა, თამარ დემეტრაშვილმა მიმართა. 

„თქვენ საკუთარი განკარგულება შეცვალეთ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის გამო. მაშინ კითხვის ნიშნისა და დარტყმის ქვეშ დადგა საბანკო სისტემა, თქვენი მოადგილეებიც კი გადადგნენ დემარშით ამის გამო. დღეს იგივე მთავრობა იმავე ოთარ ფარცხალაძეს უყენებს მკვლელობის ორგანიზების ბრალდებას. თქვენ ამ განკარგულებას ამ გადასახედიდან როგორ აფასებთ?“ - ჰკითხა თურნავას ჟურნალისტმა, რომლის პასუხად განაცხადა, რომ მას წესი მხოლოდ ერთი მოქალაქისთვის არ შეუცვლია, თუმცა ფაქტია, ამ წესით მხოლოდ ფარცხალაძემ ისარგებლა.   

„არასოდეს გაკეთებულა ეს რომელიმე პიროვნებისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ფინანსური სტაბილურობა შენარჩუნდეს, მათ შორის სანქციების შესრულებასთან მიმართებაში, თუმცა ეს არის ცოცხალი პროცესი და შესაბამისი რეგულაციები განიცდის დროდადრო ცვლილებას. ცვლილება, რასაც თქვენ ახსენებთ, იყო მიმართული იქეთკენ, რომ ჩვენ ჩვენი ნორმატიული აქტებით უნდა ვიყოთ სრულ შესაბამისობაში ქართულ კანონმდებლობასთან მიმართებაში..", - განაცხადა თურნავამ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა