1-ელ აპრილს ვარციხეში ყველა ჰესი გაითიშება - ეძებენ გარდაცვლილ მამაკაცს
1-ელ აპრილს შპს "ვარციხე 2005" ყველა ჰესს გათიშავს, დაგეგმილია გარდაცვლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები.
გარდაცვლილის ახლობლები მოხალისეების დახმარებას ითხოვენ.
„ჩემი ათულის ტრაგიკულად დაღუპვიდან თითქმის 1 თვე გავიდა, მისი ცხედრის სამძებრო სამუშაოები თითქმის 1 თვეა უშედეგოდ მიმდინარეობს... 1 აპრილს, დილიდან, შპს "ვარციხე 2005" ყველა ჰესს გათიშავს, დამშრალი რიონის 25 კილომეტრიან არხში უნდა გატარდეს იმაზე დიდი და ფართო-მასშტაბიანი ძებნა, ვიდრე გასულ დღეებში. იმის მიუხედავად, რომ ადგილზე სამაშველო ჯგუფები იქნება მობილიზებული, გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მოხალისე! ჩემო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ გვერდში დაგვიდგეთ მე და ჩემს ოჯახს და სურვილის შემთხვევაში დაგვეხმაროთ. “, - წერს გარდაცვლილის მეუღლე.
ავტორი: