1-ელ ივნისს იმერეთის მუნიციპალიტეტებში გასართობი ღონისძიებები გაიმართება
1-ელ ივნისს იმერეთის მუნიციპალიტეტებში გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
გთავაზობთ ღონისძიებების ანონსს:
ქუთაისი
12 :00 სთ. -20:00სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ) - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი;
12:00სთ. 14:00სთ. “მხიარული ჯამბაზები” - ნიღბების თეატრი (ხარაზოვის ბაღი);
13 :00 სთ. საბავშვო მუსიკალური სტუდიების კონცერტი - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი;
13:00 სთ. საბავშვო -გასართობი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ანიმაციური გმირები, ტკბილეულით გამასპინძლება - „ვერიკოს სკვერის“ მიმდებარედ;
14:30 სთ. “ცრუპენტელა მელაკუდა”- ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი.

12 :00 სთ. -20:00 სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ) - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი.
ზესტაფონი
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისი დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მერიის ორგანიზებით მთელი დღის განმავლობაში კულტურული, მხატვრული, შემეცნებითი და გასართობი შოუ პროგრამები გაიმართება.
12 : 00 სთ - ზესტაფონის ბავშვთა ვოკალურ - ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი ( რუსთაველის ქუჩა, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორია).
13 : 00 სთ - მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მიერ წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამა ( რუსთაველის ქუჩა, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორია).
ფოტოკონკურსი - "ფერადი ბავშვობა" - გამარჯვებულების დაჯილდოება ( კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორის).
გასართობი შოუ პროგრამა: თოჯინების თეატრი; ანიმატორები და ზღაპრის გმირები; საპნის ბუშტების შოუ; სახეზე ხატვა; სამხატვრო კუთხე; საბავშვო ატრაქციონები; ულიმიტო გიფერი ( კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორია).
17 : 00 სთ - საბავშო სპექტაკლი - " იავნანამ რა ჰქმნა" ( უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი).
ჭიათურა
ღონისძიებები ნაგუთის დასახლებაში, წმინდა გერმანეს ქუჩაზე მდებარე სკვერში 10:00 საათიდან დაიწყება .
10:00 საათი - ზღაპრის გმირებთან შეხვედრა .
11:00 საათი - თოჯინების თეატრი. „საპირველივნისო ზღაპარი“.
12:00 საათი - კულტურის ცენტრისა და ქალაქის სამუსიკო სკოლების აღსაზრდელების კონცერტი .
13:00 საათიდან ღონისძიებები ნაგუთის ჯადული იობაშვილის სახელობის სტადიონზე გაგრძელდება .
13:00 საათი - საბავშვო- გასართობი ატარაქციონები, რომელიც პატარებს მთელი დღის მანძილზე უფასოდ მოემსახურება .
13:00 საათი - მოწვეული მომღერლების კონცერტი: თიკა ჯამბურია,ირინა ბაირამაშვილი .
15:00 საათი - ანიმატორების გასართობი პროგრამა .
16:00 საათი - კონცერტი ქალაქის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.
საჩხერე
1 ივნისი ქ. საჩხერეში, წმინდა დოსითეოზ წერეთლის ქუჩაზე არსებულ საქალაქო სკვერში აღინიშნება.
პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ზღაპრის გმირები და მულტიპლიკაციური პერსონაჟები მიულოცავენ.
სტუმრებს გაართობენ ოჩოფეხები, მიმები, შუშის კაცები, მასკოტები, მიკი და მინი მაუსები, მინიონი და პეპა გოჭი.
დასაწყისი: 12 საათიდან.
ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1-ელ და 2 ივნისს სპორტული, შემეცნებითი, სახელოვნებო და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება.
ღონისძიებები გაიმართება, ქალაქ ბაღდათის ახალგაზრდობის სკვერსა (მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია) და კულტურის სახლში.
12:00 საათი-ბაღდათის ახალგაზრდული თეატრი „ირიდა“-ს - მიუზიკლი.(ახალგაზრდობის სკვერი)
13:00 საათი- მუნიციპალიტეტში არსებული სახელოვნებო- საგანმანათლებლო ააიპები წარმოადგენენ შემოქმედებით კუთხეებს. (მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა და სპორტული კუთხე).
13:30-16:00 საათი-წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი სივრცეები; ბატუტი, ატრაქციონი, სახის მოხატვა, ასფალტზე ხატვა.
10:00 -15:00-საათი-ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირი.სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის დარბაზი.
2 ივნისი
17:00 საათზე- ბაღდათის რ.ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართება კონცერტი ,,ქართული კინომუსიკა და ბავშვები," რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ : ბაღდათის N 1, როკითის, ქუთაისის N 1 და N 4 საჯარო სკოლების მოსწავლეები, ხონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ვოკალური სტუდია,,ოქროს ხმები." ასევე ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები. კონცერტი ცოცხალი შესრულებით წარიმართება, როგორც ვოკალურად - ისე ინსტრუმენტული თანხლებით.
მუსიკალური ხელმძღვანელი :კომპოზიტორი ნუკრი კარკაძე.
წყალტუბო
11:00 საათი-მხიარული სტარტები საბავშვო ბაღების მოსწავლეთა მონაწილეობით(სპორტის სასახლე).
14:00 საათი- ასფალტზე ხატვა (საკონცერტო დარბაზ ,,ივერიას,, მიმდებარე ტერიტორია)
ანიმატორების წარმოდგენა.
ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის,, აღსაზრდელად ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა .
17:00 საათი -თეატრალიზებული წარმოდგენა საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში,,.
თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 1-ელ ივნისს ღონისძიებები 11 -დან 19:00 საათამდე გაგრძელდება.
მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვებისთვის უფასო გასართობი სივრცე მოეწყობა.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60.87%
არა - 39.13%
არ ვიცი - 0%
სულ - 23 ხმა