|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1-ელი აპრილიდან ტრანზიტული ნომრები ახალი წესით გაეცემა

დღეიდან ტრანზიტული ნომრების გაცემა ახალი წესის მიხედვით განხორციელდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა, ასევე ნომრის გაცემა მოხდება პერსონალურად, კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მისი გამოყენება სხვა პირს არ შეეძლება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ავტომობილისა და მოტოციკლის ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და დიზაინი შეცვალა.

1-ელი აპრილიდან ტრანზიტული ნომრების გაცემა ახალი წესის მიხედვით განხორციელდება.

ცვლილებების შედეგად, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა, ასევე ნომრის გაცემა მოხდება პერსონალურად, კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მისი გამოყენება სხვა პირს არ შეეძლება.

აღნიშნული ცვლილებები, ასევე, ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელების ადმინისტრირებას.

1-ელ აპრილამდე გაცემულ შიდა ტრანზიტის და ტრანზიტულ ნომრებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედების ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორი: