,,თეატრალური იმერეთი-2021“ გამარჯვებულებს 13 ნომინაციაში დაასახელებს
1 ივლისს საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2021“ დახურვის ცერემონია მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში გაიმართება. ფესტივალზე იმერეთის რეგიონში მოქმედმა პროფესიულმა თუ სახალხო თეატრებმა 13 სპექტაკლი წარმოადგინეს.
ფესტივალის ფარგლებში დახურვის ცერემონიაზე, პროფესიული ჟიური 13 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულს დაასახელებს.
17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მაყურებელს საშუალება ჰქონდა მისთვის სასურველ წარმოდგენას დასწრებოდა.
წელს ფესტივალი COVID-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
პროექტს უკვე მეთორმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს.
აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა