|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სეტყვა და ელჭექი - მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყება მოსახლეობას მოსალოდნელი ფართულებების შესახებ აფრთხილებს.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი: