|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

10 მბ 10 ლარად - სქაიტელეს აქცია ქუთაისისთვის

"ქუთაისში სპეციალური შეთავაზების პაკეტით შემოვდივათ - ოპტიკური ინტერნეტი 10 მბ მხოლოდ 10 ლარად" - ამის შესახებ სქაიტელეს დირექტორმა არჩილ ხოჯაშვილმა newpress-თან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, აქცია 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და პირველ ეტაზე ოპტიკური ინტერნეტით სარგებლობა მხოლოდ სამი უბნის მცხოვრებლებს შეეძლებათ.

"2 წელია ჩვენი კომპანია არსებობს და წელს ქუთაისის დაფარვა ჩვენს გეგმებში შედის. რამდენიმე კვირაა, რაც ქუთაისში შემოვედით და ამ ეტაპზე მხოლოდ სამ უბანს მოვემსახურებით: ნიკეა, ავანგარდი და პასილოკი. სერვისის მომხმარებლებს ვთავაზობთ სპეციალურ აქციას და ვაძლევთ გარანტიას, რომ ისარგებლებენ იმ უპირატესობით, როგორიც არის მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარე, საიმედო, სტაბილური და უწყვეტი კავშირი", - ამბობს არჩილ ხოჯაშვილი, Skytel-ის დირექტორი.

ხოჯაშვილის თქმით, ოპტიკური ინტერნეტის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად დაცულია დაზიანებისგან და ამინდის ცვლილებისგან.

"კომპანიის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალი ხარისხიანი ინტერნეტმომსახურების მიწოდება, რისთვისაც კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლონოგიებსა და გადაწყვეტილებებს. კომპანიის ტექნოლოგიური ბაზა ეფუძნება მსოფლიოს წამყვანი ბრენდების (Cisco, ZyXEL, MikroTik, Ubiquiti) სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რაც მაღალხარისხიანი და საიმედო ინტერნეტმომსახურების გარანტიაა. ჩვენს მომხმარებლებს აქვთ საშუალება აირჩიონ მოქნილი ტარიფები, რომელიც დაბალანსებულია მაღალი სიჩქარით, ხარიხით და მისაღაები ფასებით" - განაცხადა ხოჯაშვილმა.

Skytelქოლ ცენტრი კვირაში 7 დღის განმავლობაში, 10:00 საათიდან  22:00 საათამდე მუშაობს.

აქცია 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჩართული აბონენტი 6 თვის განმავლობაში ისარგებლებს აქციის ფარგელბში შეთავაზებული პირობებით. ინსტალაცია აქციის ფარგლებში უფასოა. აქციის ვადის გასვლის შემდეგ კი მის ფარგლებში ჩართული და ნებისმიერი მსურველი სტანდარტულ ფასებს დაუბრუნდება. ფასი განისაზღვრება იმ კონკრეტული პაკეტიდან გამომდინარე, თუ რომელს აირჩევს ესა თუ ის აბონენტი. კომპანია  მომხმარებელს ოთხი სახის პროდუქტს სთავაზობს: მინი, ეკონომი, სტანდარტი და ტურბო.

იმისთვის, რომ skytel-ს ოპტიკური ინტერნეტით ისარგებლოთ უნდა დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 0322500300

ავტორი: ნიუპრესი