|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

10 ნოემბრამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

7-8 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სინოპტიკოსების პროგნოზით,   9-10 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება, 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს,  7-8 ნოემბერს შენარჩუნდება ნისლიანი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 9-10 ნოემბერს გამოიდარებს, ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 7-8 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება. 9-10 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა