შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გადაცემა “აქცენტი”: “ქართული ოცნების” ქუთაისური გეგმები – “აუცილებლად გამოვიყვანთ ქალაქს ჩიხიდან” (Video)

29 მაისი, 2014 • თეა ზიბზიბაძე, დეა მანაგაძე • 29

გადაცემა “აქცენტი”: “ქართული ოცნების” ქუთაისური გეგმები – “აუცილებლად გამოვიყვანთ ქალაქს ჩიხიდან” (Video)

“არ ვურიგებთ “ფოჩიან კანფეტებს” მოსახლეობას”

მიმდინარე წლის 15 ივნისის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, გადაცემა “აქცენტი” საარჩევნო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

“აქცენტი” თითოეულ პარტიასა თუ პოლიტიკურ გაერთიანებას უთმობს თანაბარ დროს.

რა ხდება შტაბებსა და სიებში, რა ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვთ ქუთაისში პოლიტიკურ პარტიებს და როგორია მათი მოლოდინები?

ვინ როგორ ემზადება მართველობისთვის? – პოლიტიკური ხმა თვითმმართველობაში მოსასვლელად – აღნიშნულ თემაზე დღევანდელი გადაცემის სტუმარია კოალიცია “ქართული ოცნების” ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსი, კოტე ლომიძე.

“მოსახლეობას იმას ვპირდებით, რისი გამკეთებლებიც ვართ. არ ვეფერებით ბავშვებს ზედაპირულად და არ ვურიგებთ “ფოჩიან კანფეტებს” მოსახლეობას, არ ვდგამთ პოპულისტურ სპექტაკლებს. აუცილებლად გამოვიყვან ქუთაისს ჩიხიდან,” – აცხადებს კოტე ლომიძენ.

ნახეთ ვიდეო:

თეგები: არჩევნები 2014გადაცემა აქცენტიგადაცემა აქცენტი [Video]კოტე ლომიძე