შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

13 დეკემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 29

ქუთაისში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაზარალდა.

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ავარია მოხდა. გზაჯვარედინზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველთა განცხადებით, შეჯახების შედეგად ავტომობილიდან 10 წლის ბავშვი და ფეხმძიმე გოგო გადმოვარდნენ.

4 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილები. სამხარეო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თეგები: ავარიაავტომობილები