შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე PSP-ს აფთიაქი გაძარცვეს

17 დეკემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 109

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე PSP-ს აფთიაქი გაძარცვეს

ამ დროისათვის საქმეზე ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე PSP-ს აფთიაქი გუშინ ღამით დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით, აფთიაქში ორი ნიღბიანი შეიჭრა. ადგილზე აფთიაქის თანამშრომლების გარდა, მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. გატაცებულია 700 ლარი.

თვითმხილველების თქმით, გასროლაც მოხდა, თუმცა აღნიშნულ ფაქტს შსს არ ადასტურებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 178-ე, ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

ამ დროისათვის საქმეზე ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.

თეგები: ყაჩაღობა