სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ნაციონალებს“ ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონდათ, ამიტომ დატოვეს სხდომა“

18 დეკემბერი, 2015 • ნესატან ჩაგელიშვილი • 1

„ნაციონალებს“ ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონდათ, ამიტომ დატოვეს სხდომა“

საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატების მიერ სხდომის დატოვების საკითხი უმრავლესობის დეპუტატებმა შეაფასეს. მათ ოპონენტები ბიუჯეტით არ დაინტერესებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ მოსახლეობის მიერ არჩეულ დეპუატეტებს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ.

„ეს დეპუატატები არიან არჩეულნი მოსახლეობის მიერ და მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. თუმცა ისინი, თავიანთ პასუხისმგებლობას გაურბიან. მათ არცერთ სხდომაში არ მიუღიათ მონაწილეობა, როდესაც ბიუჯეტს განვიხილავდით. დღეს კი ბიუჯეტის დამტკიცებაშიც არ მიიღეს მონაწილეობა, ეს იმიტომ, რომ 2016 წლის ქუთაისის ბიუჯეტი იმდენად კარგია შენიშვნები „ნაციონალებსაც“ არ ჰქონდათ, ამიტომ დატოვეს სხდომა“-განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა გურამ ტოროშელიძემ.

თეგები: ინფორმაციანაციონალი