ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა საფრთხის მატერებელია

22 დეკემბერი, 2015 • ნიუპრესი • 25

რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა საფრთხის მატერებელია

შეშფოთება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის გამო გამოთქვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ვითარება გლობალური სტაბილურობისთვის რისკის მატარებელია.
“მინდა კვლავ შეშფოთება გამოვთქვა თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა დაძაბვის გამო. მიგვაჩნია, რომ ეს ვითარება სერიოზული რისკის მატარებელია, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე გლობალური სტაბილურობისთვის. როგორც მეზობელი ქვეყანა, ჩვენ ვართ უაღრესად დაინტერესებული, რომ სწრაფად მოხდეს ამ დაძაბულობის დეესკალაცია, ვინაიდან ეს ჩვენს საერთო ინტერესებში შედის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: პოლიტიკარუსეთ-თურქეთის ურთიერთობა