დეპუტატის შეურაცხყოფისათვის დაკავებული „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს გაათავისუფლეს. სასამართლომ ისინი სამი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა. პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დასრულდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისის საორგანიზაციო მდივანმა კოტე რატიანმა აღნიშნა, სასამართლო პროცესები გაგრძელდება. გათავისუფლებულები საპატიმროს დღესვე დატოვებენ. შეგახსენებთ, “თავისუფალი ზონის” წევრები: ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია პარლამენტთან “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერ აქციაზე დააკავეს.
„თავისუფალი ზონის“ წევრები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
25 დეკემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1
თეგები: თავისუდალი ზონა • სასამართლო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები