შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თინა ხიდაშელმა ქუთაისელი სამხედროს ოჯახს ახალი წელი მიულოცა

29 დეკემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 34

თინა ხიდაშელმა ქუთაისელი სამხედროს  ოჯახს ახალი წელი მიულოცა

მინისტრი სამხედროს ოჯახში მოულოდნელად მივიდა და ბავშვებს შობა – ახალი წელი მამის სახელით მიულოცა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ქუთაისში სამხედროს ოჯახს ესტუმრა. მინისტრი მრავალშვილიანი სამხედროს ოჯახში მოულოდნელად მივიდა და ბავშვებს მამის ნაცვლად მიულოცა. ოჯახის უფროსი მამა ავღანეთშია.

თინა ხიდაშელმა ოჯახს შობა–ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა უსურვა. ბავშვები “თოვლის ბაბუა” მინისტრის მოსვლამ გააოცა და ძალიან გაახარა.

თეგები: ახალიწელიმინისტრიჯარი