სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრები დარიგდა

29 დეკემბერი, 2015 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრები დარიგდა

ქუთაისის ყველა საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრები დარიგდა. ნობათი ქალაქის 35 ბაღის 9 900 აღსაზრდელმა მიიღო.

საჩუქრები ერთ-ერთ ბაღში ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ლორთქიფანიძემ დაარიგეს.

„მომავალი წლიდან საბავშვო ბაღებში დაგეგმილია ხელფასების ზრდა. აშენდა 2 ახალი ბაღი და რამდენიმეზე მიმდინარეობს მიშენება. წელს კვება სამჯერადი გავხადეთ და ასევე დავნიშნეთ მეორე ცვლის პედაგოგები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მაქსიმალური ყურადღება მიექცეს სკოლამდელ დაწესებულებებს“,- განაცხადა შოთა მურღულიამ.

ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საჩუქრები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 62 142 ლარის ფარგლებში შეიძინა. საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს დასრულდა და მომავალი წლის 25 იანვარს განახლდება.

თეგები: საბავშვო ბაღებიქუთაისი