სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საახალწლო გალაკონცერტი 21 საათზე დაიწყება

31 დეკემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში  საახალწლო გალაკონცერტი  21 საათზე დაიწყება

ქუთაისში საახალწლო კონცერტისათვის მზადება ამ დრომდე გრძელდება. ცენტრალურ მოედანზე სცენის მონტაჟი დასასრულს უახლოვდება. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება, დაუკრავს ფლეშ-მობი DJ – ZAPPA. 21:30 საათიდან ღამის საახალწლო გალა-კონცერტს ეთნო ჯაზ-ჯგუფი „ეგარი“ გააგრძელებს, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს “Young Georgian Lolitaz – Room“. ახალი წლის დადგომა კი, ტრადიციულად, მრავალჟამიერითა და საახალწლო ფოიერვერკით აღინიშნება.

ამ დროისთვის ქუთაისში თოვლის ბაბუის შემოსვლას ზეიმობენ. დაგეგმილია არაერთი ღონისძიება ბავშვებისათვის. საახალწლო ღონისძიებები ქალაქში 8 იანვრამდე გაგძელდება.

თეგები: აღნიშვნაახალი წელი