ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისიდან დაგეგმილი ავიარეისები, უამინდობის გამო, ვერ შესრულდა

4 იანვარი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისიდან დაგეგმილი ავიარეისები, უამინდობის გამო, ვერ შესრულდა

უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში გუშინ, ღამით დაგეგმილი რეისები ვერ შესრულდა. ძლიერი თოვის გამო ვარშავა – ქუთაისისა და ქუთაისი – ვარშავის რეისები გადაიდო. თვითმფრინავი ვარშავიდან გამთენიისას უნდა ჩამოსულიყო, ქუთაისიდან კი უკან 06:45 საათზე უნდა დაბრუნებულიყო. გადადებული რეისები 5 იანვარს გამთენიისას შესრულდება.

ამ წუთებში ქუთაისში აღარ თოვს და აეროპორტში იმედოვნებენ, რომ ფრენებს პრობლემები აღარ შეექმნება.

თეგები: აეროპორტითოვლი