სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

4-10 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

4 იანვარი, 2016 • ნიუპრესი • 1

4-10 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

4-5 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ღამის საათებში დაბლობსა და ბარში კვლავ მოსალოდნელია ყინვა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 9 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -7 გრადუსამდე.

6 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 7-8 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით აიწევს +15, +17 გრადუსამდე.

რაც შეეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ყინვა შესუსტდება, ღამით მოსალოდნელია -2, +3 გრადუსი, ხოლო დღისით +6, +11 გრადუსი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თეგები: ამინდი