ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სახურავიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალამ 4 წლის ბავშვი იმსხვერპლა

5 იანვარი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

სახურავიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალამ  4 წლის ბავშვი იმსხვერპლა

4 წლის ბავშვს სახურავიდან გადმოვარდნილი სამშენებლო მასალა დაეცა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა. დაშავებულია ბავშვის დედა. შემთხვევა ქუთაისში, ზ. გამსახურდიას 32-ში ნომერში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებული ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, დედას ბავშვი ხელში ეკავა, რა დროსაც სახურავიდან ბეტონის კონსტრუქცია ჩამოვარდა და დედა-შვილს დაეცა.

აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ტატო კუჭავა ადასტურებს. მისი თქმით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმოს.

მსგავსი უბედური შემთხვევა ქუთაისში არაერთხელ მომხდარა, რაც სახურავებზე დარჩენილ სამშენებლო მასალას უკავშირდება. პრობლემის შესახებ “ნიუპრესი” წერდა.

თეგები: ბავშვი.მკვლელობა.ქუთაისი