ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

6 იანვარი, 2016 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა. როგორც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, უამინდობისგან გამოწვეული შეფერხებები აღმოფხვრილია და ყველა რეისი ჩვეულ რეჟიმში სრულდება.
დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო 2 დღის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტი შეფერხებით მუშაობდა. კერძოდ, აღნიშნული მიზეზით რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა.
გუშინ კი ავიაკომპანია “ვიზეარის” მგზავრები ბუდაპეშტსა და ვარშავაში ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ. ასევე ქუთაისის ნაცვლად თბილისში ჩაფრინდნენ აღნიშნული ქალაქებიდან მომავალი მგზავრებიც.

თეგები: ქუთაისის აეროპორტი