სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ქუთაისში მომხდარი ტრაგედიის გამო?(ვიდეო)

6 იანვარი, 2016 • ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ქუთაისში მომხდარი ტრაგედიის გამო?(ვიდეო)

ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი საერთო საცხოვრებლების სახურავების მოწესრიგების აუცილებლობაზე. გუშინ შენობიდან ჩამოვარდნილმა სამშენებლო მასალამ 4 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული შენობიდან კედლის ფრაგმენტები ადრეც ჩამოიშალა, თუმცა უბედურ შემთხვევამდე რეაგირება არავის მოუხდენია. ქუთაისის თვითმართველობაში განმარტავენ, რომ მერია კერძო საკუთრევბაში ვერ ჩაერევა, თუმცა არსებობს პროგრამა, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით, ამხანაგობის წევრი ვალდებულია ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების დაცვის მიზნით დაიცვას სამშენებლო-ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარიული და სხვა ნორმები. მისივე განცხადებით, 2 წლის განმავლობაში პარაპეტების შეკეთების მოთხოვნით მერიისთვის ამხანაგობებს არ მიუმართავთ. მომხდარი ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმე 116-ე, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმოს.

თეგები: ვიდეო სიუჟეტიუბედური შემთხვევა