შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თერჯოლა–ქუთაისის საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობა 10 დღეში დასრულდება

10 იანვარი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 62

თერჯოლა–ქუთაისის საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობა 10 დღეში დასრულდება

მშენებლობის საბოლოო დასრულებამდე, სტიქიის განმეორების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის ნაკადები შემოვლითი გზის ნაცვლად ახალ ხიდზე გადაირთვება.

თერჯოლა–ზესტაფონი–ქუთაისის მთავარ მაგისტრალზე მშენებარე ხიდი 10 დღეში დასრულდება და მოძრაობა მასზე გადაერთვება. შესაბამისად, მშენებლობის საბოლოოდ დასრულებამდე, სტიქიის განმეორების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის ნაკადები ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის შემოვლითი გზის ნაცვლად ახალ ხიდზე გადაირთვება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო. აღნიშნული მონაკვეთი დროებითი შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებდა და მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად დაზიანდა, ამ დრომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე იყო გადართული.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე (თერჯოლასთან ახლოს), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

თეგები: ავტობანიშენებახიდი