ქუთაისის აკრობატთა კლუბის წევრები საერთაშორისო ტურნირებზე გამოდიან. მათი ერთ-ერთი მწვრთნელის როზა სუპატაშვილის თქმით, გოგონები ორი წელია ერთად ვარჯიშობენ. მათ უკვე მიაღწიეს წარმატებას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც. აკრობატ გოგონათა გუნდმა მონაწილეობა სატელევიზიო პროექტ- „ნიჭიერშიც“ მიიღო და მაყურებლისა და ჟიურის მოწონება დაიმსახურა.
გოგონები მიზნად უფრო დიდ წარმატებებს ისახავენ. მიღწეულ შედეგს კი მათ მწვრთნელებს, როზა სუპატაშვილსა და პაატა უგულავას უმადლიან.