სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სურვილები “ოცნების სახლიდან” (ვიდეო)

14 იანვარი, 2016 • ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი • 1

სურვილები “ოცნების სახლიდან” (ვიდეო)

ყოველი დღე ქალაქის ქუჩების დასუფთავებით იწყება, დანგრეულ შენობაში გრძელდება და ხვალინდელი დღის მოლოდინით სრულდება. რთულია იმ რეალობაში ყოფნა, სადაც საარსებოდ ელემენტარული პირობა არ არის და ზამთრის სუსხიან და გრძელ ღამეებს სიცივეში, უშუქობასა და სიდუხჭირეში ხვდებიან.

ქუთაისში, დანგრეულ შენობას სოციალურად დაუცველი 6 ოჯახი აფარებს თავს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები. საერთო საცხოვრებელთან ერთად მათ გასაჭირიც ერთი აქვთ. ერთ ოჯახად ცხოვრობენ და გაუსაძლის პირობებს ერთად ებრძვიან.

თეგები: ვიდეო სიუჟეტისოციალურად დაუცველი.ქუთაისი