შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი ფართი განადგურდა

17 იანვარი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 22

ქუთაისში  ხანძრის შედეგად საცხოვრებელი ფართი განადგურდა

შემთხვევა, რამდენიმე წუთის წინ, გუგუნავას ქუჩაზე მოხდა.

ქუთაისში, გუგუნავას #15-ში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი. დაშავებულები არ არიან, თუმცა განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ტანსაცმელი.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, როგორც თვითმხილველები “ნიუპრესს” უცხადებენ, ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

თეგები: ხანძარი