სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხვალიდან საქართველოში ამინდი უარესდება

18 იანვარი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 10

ხვალიდან საქართველოში ამინდი უარესდება

ნალექიანი ამინდი რამდენიმე დღე შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან ამინდი უარესდება. საქართველოში გავრცელებას იწყებს ხმელთაშუაზღვის ციკლონთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა 19 იანვარს იქნება +9, +14 გრადუსის ფარგლებში, ხოლო 20 იანვარს დაიკლებს +3, +8 გრადუსამდე.

21 იანვარს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

22-24 იანვარს კვლავ მოსალოდნელია შედარებით ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდი.

თეგები: ამინდიუარესდება