სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აპირებს თუ არა ქუთაისის მაჟორიტარობას შოთა მურღულია?

22 იანვარი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

აპირებს თუ არა ქუთაისის  მაჟორიტარობას შოთა მურღულია?

ქუთაისის მერის განცხადებით, მას ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატად კანდიდატუის დასახელებაზე შეთავაზება არ მიუღია და არც თავად აქვს ამის ინიციატივა.

“ქუთაისის მაჟორიტარობაზე შემოთავაზება არ მქონია. ვთვლი, რომ საპასუხისმგებლო პოზიცია მაქვს და ამ თანამდებობით კმაყოფილი ვარ. მე, ასევე გუნდური მოთამაშე ვარ და რასაც გუნდი გადაწყვეტს, განვიხილავთ. ჩემი ინიციატივით, მოთხოვნა არ ყოფილა”, –განაცხადა შოთა მურღულიამ.

ინფორმაცია შოთა მურღულიას ქუთაისის მაჟორიტარად შესაძლო დასახელების შესახებ ერთ–ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.

თეგები: ინიციატივა. გადაწყვეტილებამერი