ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მერია გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. ტენდერის ღირებულება 26 880 ლარია. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის 2016 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით. მერიის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა მოხდება თანადაფინანსების პრინციპით.
თოთოეული სადაზღვევო პაკეტი უნდა ითვალისწინებდეს სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას 3 (სამი) ტიპის სადაზღვევო პაკეტზე. წინადადებების მიღება 27 იანვარს სრულდება.