ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებისათვის ახალი ავეჯი შეიძინა. ახალი მაგიდები, სკამები, კარადები და საწოლები გაერთიანების 12 ფილიალში გადანაწილდა. ავეჯისთვის 39 000 ლარი დაიხარჯა. უახლოეს პერიოდში ავეჯი განახლდება გაერთიანების სხვა ფილიალებშიც.
ავეჯთან ერთად განახლდა ჭურჭელი. 37-ივე ფილიალის სამზარეულოში განთავსდა ახალი ელექტროქურა. შეძენილია მაცივრები, მტვერსასრუტები, ხორცსაკეპი და სარეცხი მანქანები.
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ახალი ინვენტარი შეიტანეს
30 იანვარი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 39
39 000 ლარად გაერთიანებამ ავეჯი და ტექნიკა შეიძინა.
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები