“ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს ყრილობა, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება.
პრემიერ – მინისტრი პარტია “ქართული ოცნების” წევრი მხოლოდ გუშინ გახდა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი პრემიერის თანამდებობასთან ერთად დატოვა. როგორც აცხადებენ, ის პოლიტიკიდანაც წავიდა.