ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიის ააიპების კონკურსში ბარიერი 59-მა ადამიანმა გადალახა

3 თებერვალი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის მერიის ააიპების კონკურსში ბარიერი 59-მა ადამიანმა გადალახა

ქუთაისის მერიის ააიპებში გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა. ჯამში კონკურსში მონაწილეობისთვის 546 აპლიკაცია იყო შესული, აქედან 224 კონკურსანტი იბრძოდა. პირველ ეტაპზე 116 კონკურსანტი შეირჩა, 5-მა კონკურსანტმა სარჩელით საპრეტენზიო კომისიას მიმართა და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კონკურსის დღეს მხოლოდ 104 კონკურსანტი გამოცხადდა. 65 %-იანი ბარიერი კი 59-მა ადამიანმა გადალახა და მესამე ეტაპზე გადავიდა. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, მესამე ეტაპი გასაუბრება 6–7 თებერვალს ჩატარდება. მერიის სპორტისა და კულტურის ააიპებში ვაკანსია 21 ადგილზეა გამოცხადებული.

თეგები: ქუთაისის მერია