ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პაატა ბურჭულაძე დღეს ქუთაისში რეგიონალურ ოფისს გახსნის

6 თებერვალი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 16

პაატა ბურჭულაძე დღეს ქუთაისში რეგიონალურ ოფისს გახსნის

“საქართველოს განვითარების” ფონდის დამფუძნებელს ქალაქში არაერთი ღონისძიება აქვს დაგეგმილი.

მომღერალი პაატა ბურჭულაძე დღეს ქუთაისს ეწვევა. “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელს ქალაქში არაერთი ღონისძიება აქვს დაგეგმილი. 13:30 საათზე ბოტანიკურ ბაღს ესტუმრება, სადაც სიმბოლურად ხეს დარგავს. შემდეგ კი მოსახლეობას ქალაქის ცენტრში შეხვდება.

15.30 სააათზე დაგეგმილია თამარ მეფის 21 ნომერში ფონდის რეგიონალური ოფისის გახსნა.

16:00 საათზე კი სასტუმრო “ბაგრატში” მსოფლიო ბანი საზოგადოებას შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

საქართველოს განვითარებისთვის „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი“ რეგიონალური ოფისების გახსნას მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

თეგები: ოფისიპაატა ბურჭულაძე