შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აქცია “დააპურე საქართველო” ქუთაისშიც გაიმართება

9 თებერვალი, 2016 • ნიუპრესი • 26

აქცია “დააპურე საქართველო”  ქუთაისშიც გაიმართება

“მადლიანი მაგიდა” ახალგაზრდული ცენტრის წინ ხუთშაბათს დაიდგმება.

აქცია “დააპურე საქართველო” ხუთშაბათიდან ქუთაისშიც დაიწყება.
ახალგაზრდული ცენტრის წინ დაიდგმება “მადლიანი მაგიდა,” სადაც ქუთაისელები თავიანთ თანაქალაქელებს შემოწირული საკვებით გაუმასპინძლდებიან.

“მადლი ქენი… დააპურე საქართველო”-ს პარტნიორი, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი მოუწოდებს იმერეთში არსებულ კომპანიებს მიიტანონ პროდუქტები, რათა ღირსეულად გაუმასპინძლდნენ სოციალურად დაუცველებს, “სიკეთე გადამდებია, “დააპურე საქართველო”, – აცხადებს ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაცია.

აქცია 15 საათზე დაიწყება.

თეგები: "დააპურე საქართველო"ახალგაზრდული ცენტრი