სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ბაგრატის” ტაძრამდე მისასვლელი კიბის რეაბილიტაცია იგეგმება

18 თებერვალი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ბაგრატის” ტაძრამდე მისასვლელი კიბის რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქუთაისს 10 926 138 ლარი გამოეყო. მერიაში იმედოვნებენ, რომ თანხა მეორე ეტაპზე 15 მილიონამდე გაიზრდება. აღნიშნულ თანხაში გზების, სანიაღვრე სისტემებისა და ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება.

ასევე მოხდება “ბაგრატის” ტაძრამდე მისასვლელი კიბის რეაბილიტაცია. კიბის კეთილმოწყობას 340 000 ლარი მოხმარდება.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის ინფორმაციით, პროექტი უკვე მზად არის და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

თეგები: ბაგრატის ტაძარითანხაკიბე