უცხოეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. მისი დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში გარდაცვლილი მოქალაქეების გადმოსვენების დაფინანსების საკითხს მთავრობის სხდომაზე განხილვის გარეშე გადაწყვეტს.
ამ ინიციატივისთვის პრემიერ-მინისტმა სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძეს მადლობა გადაუხადა.
“სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა გვამი თვეობით არის უცხოეთში. მგონია, რომ ეს ჩვენი სახელწმიფოს ღირსების საკითხია, ჩვენი თანამემამულეები გადმოვასვენოთ საქართველოში’-განაცხადა კვირიკაშვილმა.