სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ახალი წიგნების გამოცემით საქართველო მეხუთე ადგილზეა

20 თებერვალი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ახალი წიგნების გამოცემით საქართველო მეხუთე ადგილზეა

ბრიტანულმა კომპანია “ეკონომისტმა” იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 2013 წელს ყველაზე მეტი ახალი გამოცემა დაბეჭდა. კომპანიის ინფორმაციით, საქართველო ნომენკლატურაში მე-5 ადგილს იკავებს. ხუთეულის ლიდერი ბრიტანეთია, სადაც 1 547 გამოცემა დაიბეჭდა, მეორე ადგილს სლოვენია იკავებს 1 831 გამოცემით , ამავე რაოდენობის გამოცემით მესამე ადგილი ტაივანს ერგო. მეოთხეზე ესპანეთი გავიდა 1 626 ახალი გამოცემით. ხოლო მე-5 ადგილზე საქართველო გავიდა 1 547 გამოცემით. ჩამონათვალში ჩინეთი და ამერიკა მე-12 და მე-15 ადგილებს ინაწილებენ. როგორც “ეკონომისტი” განმარტავს, საქართველოშე ბეჭდვითი სექტორი აქტიურად მუშაობს. ითარგმნება მსოფლიოს საუკეთესო ბესტსელერები, რაც საზოგადოებას აძლევს საშუალებას ახალი ავტორების ნაწარმოებებს გაეცნონ.

თეგები: ადგილებიწიგნი