შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია 34 855 ლარის კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარის შეძენას გეგმავს

20 თებერვალი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 29

ქუთაისის მერია 34 855 ლარის კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარის შეძენას გეგმავს

ტექნიკა საკრებულოსა და მერიის სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდება.

ქუთაისის თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას ახდენს, რისთვისაც ბიჯეტიდან 34 855 ლარი გამოიყო. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. აღნიშნულ თანხაში სხვადასხვა სახის ტექნიკისა და აქსესუარების შეძენა უნდა მოხდეს.

მიმწოდებელი ვალდებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესყიდვა და მიწოდება განახორციელოს საკუთარი ხარჯებით.

თეგები: თვითმმართველობაინფორმაცია