ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა

23 თებერვალი, 2016 • ნიუპრესი • 1

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა მეათე დღეა, გრძელდება. მაღაროს მუშაობა სრულად გაჩერებულია.

მეშახტეთა მოთხოვნები, რომელიც ხელფასების 40 %-ით ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, უცვლელი რჩება. გაფიცულთა გვერდითაა ტყიბულის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე.

გაფიცულები წაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ, ისინი პროტესტის უკიდურესი ფორმით, შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

მაღაროელების აქციას შეუერთდნენ ზესტაფონიდან და ჭიათურიდან მუშები და პროფკავშირების წარმომადგენლები.

საქნახშირის ადმინისტრაცია გაფიცულ მეშახტეებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 23 თებერვლის შეხვედრა, რომელიც „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ჩხეიძემ, დააანონსა, ჯერ არ შემდგარა.

თეგები: გაფიცვაელისო ჩაფიძეტყიბული