ქუთაისში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს. ის ადგილობრივებმა ერთ-ერთ ეზოში იპოვეს. ბავშვის ცხედარი პოლიეთილენის პარკში აღმოჩნდა გახვეული. როგორც მიიჩნევენ, პატარა რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეს სსკ-ის 112 –ე მუხლით აღიძრა, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ჩვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.