ბულგარეთის აღმოსავლეთით წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. “ბიბისის” ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. წყალდიდობა ბულგარეთის ქალაქებში – ვარნასა და დობრიჩში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყალმა ასობით მანქანა წაიღო. ამ დრომდე სტიქიის ზონაში უამრავი ადამიანია დარჩენილი ელექტროენერგიისა და საკვების გარეშე.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბულგარეთის ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. წყარო: ipn.ge
ბულგარეთში წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა
21 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 19
“ბიბისის” ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.
თეგები: ბულგარეთი • საზოგადოება • სტიქია • წყალდიდობა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები