მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქალაქი ეტაპობრივად შეიძენს 14 მიკროავტობუსსა და 34 ავტობუსს, – შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილება დღეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.
მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10 213 500 ლარით გაიზარდა, საიდანაც 10 000 000 ლარი, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის N283 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით დამატებით გამოეყო.
აღნიშნული თანხით განახლდება მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი. ქალაქმა 6 თვის განმავლობაში 14 მიკროავტობუსი და 34 ავტობუსი ეტაპობრივად უნდა შეიძინოს.