სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნოდარ ხადური: “ლარის კურსი დასტაბილურდება”

7 მარტი, 2016 • ნიუპრესი • 1

ნოდარ ხადური: “ლარის კურსი დასტაბილურდება”

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურებას, საშუალოვადიან პერიოდში კი გამყარებას ელოდება. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ხადურის თქმით, ლარი არ არის იზოლირებული იმ პროცესებიგან, რომელიც განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარეობს.
,,თქვენ ხედავთ, რომ რეგიონის ქვეყნებში არის ადგილობრივი ვალუტების გამყარება, ნავთობის ფასების მერყეობაც აღარ არის ძალიან დიდი. როგორც დაგპირდით, ვასრულებთ ჩვენს სიტყვას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი კურსზე დაწოლას არ ახორციელებს. ველოდებით, რომ კურსი დასტაბილურდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში გამყარდება”, – განაცხადა ხადურმა.

თეგები: ლარის კურსინოდარ ხადური