შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იეჰოვას მოწმეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

10 მარტი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 22

იეჰოვას მოწმეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ქუთაისში მომხდარ შემთხვევაზე შსს–მ გამოძიება დაიწყო.

დღეს ქუთაისში უცნობმა პირმა “იეჰოვას მოწმეებს” მოძრავი სტენდი დაუმტვრია. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. “იეჰოვას მოწმეების” იურისტის მანუჩარ ციმინტიას განცხადებით, მამაკაცმა 2 ქალს, რომლებიც მოძრავ სტენდთან მუშაობდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა.

ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელიც. შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია მოკვლევა.

თეგები: თავდასხმაიეჰოვა