ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელმა კალათბურთელებმა თბილისის ”დინამო” დაამარცხეს

12 მარტი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისელმა კალათბურთელებმა თბილისის ”დინამო”  დაამარცხეს

სუპერლიგის 21-ე ტურის მატჩში „ქუთაისი 2010“-მა გათამაშების ლიდერს, თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. შეხვედრის პირველი ნახევარი ქუთაისელთა საგრძნობი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, დინამოელებმა დიდი მონდომებით იბრძოლეს და ჯერ გაათანაბრეს ანგარიში, ხოლო შემდეგ წინ გასვლაც შეძლეს. გადამწყვეტი მეოთხედისათვის სტუმრები 4 ქულით იგებდნენ. ამის შემდეგ მათ კიდევ უფრო გაზარდეს სხვაობა. მასპინძლები მეტოქეს 8 ქულით – 63:71 ჩამორჩნენ. ბოლო წუთებში ქუთაისელებმა თანდათან შეამცირეს ჩამორჩენა. საფინალო სასტვენამდე 39 წამით ადრე „ქუთაისი 2010“ უკვე წინ გავიდა 78:77. საბოლოოდ, მასპინძლებმა 4-ქულიანი სხვაობით მოიგეს. მიმდინარე გათამაშებაში ქუთაისელებმა, მესამედ სძლიეს „დინამოს“. ”ქუთაისი 2010” სატურნირო ცხრილში დაწინაურდა.

თეგები: ქუთაისი.დინამო.კალათბურთი