ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

12 მარტი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 24:7 დაამარცხა. “ბორჯღალოსნებმა” რუსებს საკუთარ სტადიონზე, სოჭში სძლიეს. საქართველოს ნაკრებიდან ლელოები თამაზ მჭედლიძემ, ანტონ ფეიქრიშვილმა და გიორგი ნემსაძემ დადეს, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა კი ზუსტად მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა.

საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვების შემდეგ ევროპის ერთა თასის გათამაშებაში პირველ ადგილზე დარჩა.

თეგები: ანგარიშიმატჩისაქართველოსპორტი