ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში ამინდი უარესდება

14 მარტი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

საქართველოში ამინდი  უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 14 მარტს, დღის ბოლოს, საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

15-17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.

15 მარტს შესაძლებელია ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში კი ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება.

18– 19 მარტს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ღამის სათებში შესაძლებელია დაფიქსირდეს ჰაერის ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობები. 20 მარტიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.

თეგები: ამინდიქუთაისი